ბიზნესი
31/03/2023

Tiffany Bar-ში საკონდიტრო მიმართულება ამოქმედდება

Tiffany Bar and Terrace Tbilisi, რომელიც სასტუმროს, ბარს და რესტორანს აერთიანებს აპრილიდან მომხმარებელს საავტორო რეცეპტებით შექმნილ დესერტებს შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საკონდიტრო მიმართულებას Tiffany Bar-ის სივრცე დაეთმობა, ხოლო სარესტორნო სივრცე მხოლოდ ტერასაზე იქნება.

როგორც შეფ კონდიტერი ნინი ბათირაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, მომხმარებლები 15-მდე სახეობის დესერტის დაგემოვნებას, როგორც ადგილზე, ისე მიწოდების სერვისის საშუალებითაც შეძლებენ.

"ვფიქრობთ, ეს იქნება ადგილი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მოიზიდავს და აქ მოსული ადამიანი დიდი ინტერესით დააგემოვნებს ისეთ დესერტებს, როგორსაც სხვაგან ვერ გასინჯავს. გარდა ამისა, ერთ-ერთი მიმართულება საფირო ტორტების ხაზია. თითოეული პროდუქტი 100% ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება, რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ვეცადეთ ყველა ტიპის ადამიანს მოვრგებოდით და პროდუქციაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. სააღდგომოდ ჩვენს მენიუს ტრადიციული და განსხვავბებული გემოების პასკებიც დაემატება,"-ამბობს ნინი ბათირაშვილი.

კომპანია ამ ეტაპზე ახალ პროექტებზე მუშაობს და როგორც აცხადებენ, უახლოეს მომავალში Tiffany-ის საკონდიტრო სხვა ლოკაციებზეც გამოჩნდება.  

"ტიფანი ბარი და ვერანდა უკვე 9 წელიწადია გამორჩეულ სარესტორნო მომსახურებას სთავაზობს სტუმრებს, უგემრიელესი კერძების და სასმელების თანხლებით. ამასთან გვინდოდა პირველ სართულზე საკონდიტრო მიმართულების დანერგვა და მოხარული ვარ რომ 1 აპრილიდან ტიფანის ტორტების და დესერტების დაგემოვნებას შეძლებენ სტუმრები."- აღნიშნავს Tiffany-ის დირექტორიდ მოადგილე დიმიტრი შველიძე.  

 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022