ბიზნესი
11/08/2021

თიბისისა და VISA-ს მხარდაჭერით 200-მდე კომპანიამ საკუთარი ონლაინ მაღაზია შექმნა

პროექტი „შექმენი შენი ონლაინ მაღაზია“ ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო ბიზნესებს ფიზიკურად პროდუქციის გაყიდვა აეკრძალათ, ხოლო ონლაინ ვაჭრობა და გაციფრულება უალტერნატივო გახდა.

ამ გამოწვევის დასაძლევად თიბისი, VISA, კომპანია B2C გაერთიანდნენ და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლაში მხარდაჭერა შესთავაზეს. პროექტის მიზანი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ბიზნესების მხარდაჭერა და საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაა.

შეთავაზების ფარგლებში ბიზნესებს შეეძლოთ მოკლე დროში მარტივად შეექმნათ ვებგვერდი,  ესარგებლათ ფოტოგრაფის მომსახურებით, გაემართათ ონლაინ გადახდის სისტემა და მიტანის სერვისი. ელექტრონული კომერციის გამართვისთვის აუცილებელი ეს 4 კომპონენტი თიბისიმ და VISA-მ სრულად დააფინანსეს.

შედეგად 200-მდე კომპანიამ  სრულად გამართული ონლაინ მაღაზია მიიღო, რომლის საშუალებითაც ისინი პროდუქციის გაყიდვასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ. ასევე, პროექტში ჩართული ბიზნესები  6 თვით გათავისუფლდნენ ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან.

პროექტი ორ ეტაპად მიმდინარეობდა, პირველ ეტაპზე, 2020 წლის გაზაფხულზე შეთავაზებით 100-მდე ქართულმა კომპანიამ ისარგებლა, ხოლო მეორე ეტაპი 2021 წლის ზაფხულში დასრულდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022