ბიზნესი
22/09/2021

თიბისის ხელშეწყობით, სართიჭალაში ახალი საწარმო ამოქმედდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსი - შპს „სართიჭალის საშრობი“ თიბისისა და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 3 მილიონი ლარია, 500 000 ლარი კი - სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი.

„სართიჭალის საშრობში“, სადაც საწყის ეტაპზე 10 ადგილობრივია დასაქმებული, 9 000 ტონა მარცვლეულის შენახვაა შესაძლებელი, საათში კი - 40 ტონა მარცვლეულის გაშრობა.

კომპანიის სილოსებში საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი 9 მილიონი ტონა სიმინდი ინახება, რაც საქართველოში იმპორტირებყლი სიმინდის 10%-ია.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.

თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020