თიბისი ლიზინგი მომხმარებლებს TOYOTA-ს მოდელებზე საგაზაფხულო აქციას სთავაზობს
თიბისი ლიზინგი მომხმარებლებს TOYOTA–ს მოდელებზე საგაზაფხულო აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებული პირები საქართველოს ნებისმიერ ავტოცენტრში მისვლისას, ლიზინგს განსაკუთრებული პირობებით მიიღებენ.
აქციის მთავარი პირობით, მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ 0%-იანი თანამონაწილეობით ნებისმიერ მოდელზე, ანუ გაიყვანონ ავტომობილი წინასწარი შენატანის გარეშე. ასევე, ლიზინგით შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებენ ფასდაკლებებით სხვადასხვა მოდელზე და 15%-იანი ფასდაკლებით სერვისებზე ლიზინგის ვადის განმავლობაში. ასევე, აღსანიშნავია Trade in ფუნქციაც, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელს შეუძლია ჩააბაროს ნებისმიერი მარკის ძველი ავტომობილი და ამ მანქანის ღირებულება ავტომატურად ჩაეთვლება თანამონაწილეობად.
„ლიზინგის დამტკიცება ხდება 30 წუთში და 1 საათში მომხმარებელს ახალი ავტომობილი უკვე ცენტრიდან გაჰყავს. აღვნიშნავ, რომ ლიზინგით შეძენილი ახალი ავტომობილი ავტომატურად დაზღვეულია. ერთადერთი, რაც მომხმარებელმა ცენტრში მოსვლამდე უნდა გაითვალისწინოს — იგი არ უნდა იყოს მიმდინარე ვადაგადაცილებაში,“– აღნიშნავს თიბისი ლიზინგის ავტომოტივის მიმართულების ხელმძღვანელი, დავით კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ თიბისი ლიზინგი მომხმარებლის მაგივრად შეისყიდის სასურველ აღჭურვილობას, უძრავ ქონებას თუ ტრანსპორტს და სარგებლობაში გადასცემს მას გარკვეული დროით, ყოველთვიური სალიზინგო გადასახადის სანაცვლოდ.
ბიზნეს სფეროებთან ერთად, თიბისი ლიზინგი აფინანსებს ავტომობილებს, როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის. მსოფლიო მასშტაბით, ლიზინგით ავტომობილის შეძენა ძალიან აქტუალურია.
თიბისი ლიზინგი 2003 წელს დაარსდა და დღეის მდგომარეობით მუდმივად უკვე 3000-მდე კლიენტს ემსახურება. კომპანიის საბაზარო წილი 72%-ს შეადგენს და მისი მართვის ქვეშ 300 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია.