ბიზნესი
01/11/2021

თიბისი კაპიტალი: სავალუტო დეპოზიტებზე დაბალი განაკვეთები დიდხანს შენარჩუნდება

თიბისი კაპიტალი სავალუტო დეპოზიტებზე დაბალი განაკვეთების შენარჩუნებას ელის.

საინვესტიციო კომპანიის მტავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ მიმოხილვაში შეფასებულია დეპოზიტების ბაზარზე არსებული მდტგომარეობა. მიმოხილვის თანახმად, სექტემბრის სტატისტიკა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე შემოსავლიანობის დიფერენციალის დამატებით გაფართოებაზე მიუთითებს, რაც ლარზე განაკვეთების ზრდამ განაპირობა. უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთები კი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა.

"ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს შეხედულებას, რომ, მიუხედავად საერთაშორისო განაკვეთების მოსალოდნელი ნორმალიზაციისა, საქართველოში სავალუტო დეპოზიტებზე დაბალი განაკვეთები დიდხანს შენარჩუნდება.

ბანკების მიერ ლარის დეპოზიტების გაზრდილ ფასში მოზიდვასთან ერთად, საშუალო საბაზრო და რეფინანსირების განაკვეთებს შორის დიფერენციალი დამატებით გაიზარდა, რაც სებ-ის რესურსს უფრო მიმზიდველს ხდის. ამას ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკების სესხების მოცულობის ზრდაც მოწმობს, მაშინაც კი, როდესაც ცენტრალური ბანკი სახაზინო ფასიანი ქაღალდების შეძენით ბაზარს ეროვნულ ვალუტას დამატებით აწვდის, რაც გარკვეულწილად რეფინანსირების სესხების ჩამნაცვლებელია", - ნათქვამია კვირის მიმოხილვაში.

Businesspartner