ბიზნესი
03/12/2021

თიბისი კაპიტალი: Black Friday-ს პერიოდში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ხარჯები გაორმაგდა

TBC Capital–ის მონაცემების მიხედვით, 23-29 ნოემბრის პერიოდში, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა გაორმაგდა და 2019 წელთან შედარებით, 137% შეადგინა. ასეთი ზრდა სავარაუდოდ, აღნიშნულ პერიოდში გამოცხადებულმა „შავი პარასკევის“ ფასდაკლებებმა განაპირობა.

დიაგრამის მიხედვით, 2021 წლის ნოემბრის მონაცემი საგრძნობლად მიუახლოვდა პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს. 

ხარჯები ასევე გაორმაგებულია პირად ჰიგიენაზე, ფიტნესზე, სამშენებლო მასალებზე ავეჯზე, მოწყობილობებზე და სხვა სამომხმარებლო საქონელზე.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 309%-ს გაუტოლდა, 2019 წელთან შედარებით.