
თიბისი დაკრედიტების 20%-მდე ზრდას ელის
თიბისი ბანკი ომის კრიზისის გამოწვევების მიუხედავად დაკრედიტების 15-20%-იანი ზრდის შენარჩუნებას ელის (სებ-ი საფინანსო ბაზრის შერყევის საპრევენციოდ 10-15%-იან ზრდას მიიჩნევს ოპტიმალურად).
თიბისის გენარალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მიწოდების ჯაჭვების მოშლაზე და ვაჭრობის სექტორში არსებულ პრობლემებზე განაცხადა, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების წარმოებაში. აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინაში მოვაჭრე ბევრი კომპანიაა, რომელსაც არსებული პრობლემები შეეხო, რაც მისი თქმით მოკლე ვადაში დაძლევადია.
თიბისიმ სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო საქონლით (FMCG) ვაჭრობის სექტორი მიმოიხილა. რეგიონში შექმნილი მდგომაროება და არსებული ტრენდების მაკროეკონომიკური ფაქტორები გაანალიზა. ბუცხრიკიძის თქმით, დღეს არსებული დაშვებებით თიბისის პროგნოზი ოპტიმალურია. 2022 წლის ეკონომიკურ ზრდა 5.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ბუცხრიკიძეს ჟურნალისტებმა საპენსიო და სოცგასაცემლების მომსახურების ტენდერში მონაწილეობაზეც ჰკითხეს, რაზეც ცალსახა პასუხი მიიღეს, კითხვის სხვადასხვა ინტერპრეტაციით რამდენჯერმე შებრუნების მიუხედავად. მან თქვა რომ წინადადება დამუშავების პროცესშია. როგორც იცით ინტერესთა გამოხატვაში ლიბერთიმ და საქართველოს ბანკმა მიიღეს მონაწილეობა.
ბაზრის მთავარი სისტემური ბანკის CEO-ს მეორე ნახევარწლიური დივიდენდების განაწილებაზეც მოუწია კომენტირება. განაცხადა რომ ამაზე ბანკი საჯაროდ მაისში განაცხადებს. კაპიტალის განაწილება პანდემიაში აქციონერთა ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო.. ბუცხრიკიძუის თქმით თიბისი ინვესტორების მუდმივი ინფორმირების რეჟიმშია, იმაზე თუ რამდენად დივერსივიცირებულია საქართველოს ეკონომიკა, ომის კრიზისის მიმართ რამდენად გამძლეა, რა გავლენებია მოსალოდნელი, რისი განეიტრალებაა შესაძლებელი.