"ტერმიტმა" საბავშვო ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო
ტყავის აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ “ტერმიტი“ საბავშვო ფეხსაცმლის სერიული წარმოება დაიწყო.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი მიხეილ ბერძენიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ფეხსაცმელები კომპანიის წარმოებული ნატურალური ტყავისგან იკერება და საკუთარ ბრენდულ მაღაზიაში იყიდება.
ბერძენიშვილის განცხადებით, "ტერმიტის" ბრენდის ფეხსაცმელების ფასი 35 ლარია.
„ფეხსაცმელები რომელიც 0-დან 2 წლამდე ასაკობრივი კატეგორიისთვის იკერება, ძალიან მოთხოვნადი აღმოჩნდა,“ - აცხადებს ბერძენიშვილი.
კომპანია ბავშვის ფეხსაცმელების გარდა, ამ ეტაპზე ქალისა და მამაკაცის ტყავის ჩანთებს, საფულეებს, ქამრებს და სხვა აქსესუარებს, მათ შორის უნაგირებს ამზადებს. პროდუქცია კომპანიის საფირმო მაღაზიაში იყიდება. თბილისის მასშტაბით კომპანიას 3 მაღაზია აქვს.
რაც შეეხება ექსპორტს, კომპანია „ტერმიტი“ წარმოებულ პროდუქციას აშშ-ში, სავაჭრო პლატფორმა amazon.com-ის საშუალებით ყიდის. რეალიზაცია ხდება საფრანგეთშიც.