ბიზნესი
01/05/2020

TEPCO Renewable Power -მა “დარიალი ენერჯის” 31.4%-იანი წილი შეიძინა

იაპონურმა TEPCO Renewable Power -მა საქართველოში, კომპანია „ფერისგან“ „დარიალი ენერჯის“ 31.4%-იანი წილი შეიძინა. კომპანიამ წილის შესყიდვაზე 28 აპრილს განაცხადა.

იაპონური კორპორაციის ცნობით, ეს TEPCO-ს მეორე მსხვილი ინვესტიციაა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

დარიალიჰესი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ.საათია და ფლობს 15 წლიანი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას.

108 მგვტ სიმძლავრის “დარიალი ჰესის“ საზეიმო გახსნის ცერემონია 2017 წლის 8 აპრილს გაიმართა.
იაპონური TEPCO საქართველოში ჰესის ექსპლუატაციაში თავისი ნოუ-ჰაუს გამოყენებას გეგმავს.

Tepco-ს შემოსვლაზე დღეს ეკონომიკის მინისტრმაც განაცხადა. მისი თქმით, ეს უმსხვილესი ინვესტიცია იქნება იაპონიიდან.

„კოვიდ-19 -ის პანდემიის ფონზეც კი, რამდენიმე მსხვილმა ინვესტორმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ბაზარზე შემოსულიყო“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან საუბრისას.

ნათია თურნავა ამბობს, რომ გლობალური პრობლემა შეიძლება იქცეს შესაძლებლობად. რაც გამოხატება იმაში, რომ საქართველოს ექნება შესაძლებლობა მოიზიდოს მსხვილი კორპორაციები, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ისინი კომფორტულად არიან ამა თუ იმ ბაზარზე, მიხვდნენ, უმჯობესია მათი ბიზნესები იყოს დაზღვეული გეოგრაფიულად.

Businesspartner