"ტენე" მომხმარებლებს Apple-ის მიერ ლიცენზირებულ USB სადენებს შესთავაზებს
„ტენე“ მომხმარებლებს Apple-ს მიერ ლიცენზირებულ USB სადენებს შესთავაზებს. კომპანია შესაბამისი სერთიფიკატის მოპოვებაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. ინფორმაციას „ტენე“ სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.
„3 წლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა MFi (Made For iPhone) სერტიფიცირება მივიღეთ. ანუ უახლოეს მომავალში ჩვენს მომხმარებლებს ეფლის მიერ ლიცენზირებულ ე.წ. "ორიგინალ" კაბელებს შევთავაზებთ“- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ეკომეგობრული USB სადენების მწარმოებელი ქართული კომპანია „ტენე“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. გასული წლის დასაწყისში კი კომპანიამ საწარმო წეროვანში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში გახსნა, სადაც 30-მდე დევნილს ასაქმებს.
საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციამ 200 000 აშშ დოლარი შეადგინა, „ტენეს“ საწარმოში დღიურად 600 USB სადენი მზადდება, მათი ნაწილი კი Amazon-ის საშუალებით აშშ-ში გადის ექსპორტზე.