ბიზნესი
07/08/2020
თემურ ჭყონია სტუდენტებისთვის McDonald’s-ის ახალი კონცეფციის რესტორნის გახსნას გეგმავს
საქართველოში McDonald's-ის ფრანჩაიზას მფლობელი თემურ ჭყონია, სტუდენტებისთვის McDonald’s-ის ახალი კონცეფციის რესტორნის გახსნას გეგმავს.
ბიზნესმენის თქმით, McDonald’s სტუდენტებს განსაკუთრებულ და სპეციალური კონცეფციით შექმნილ რესტორანს შესთავაზებს.
„საინტერესო სოციალური პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი თსუ–ს მაღლივ კორპუსთან, რაც გულისხმობს, ახალი რესტორნის გახსნას, სადაც მოეწყობა სტუდენტური სივრცე, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სასიამოვნოდ გაატარონ დრო, მოისმინონ ლექციები, დაესწრონ ტრენინგებს და მასტერკლასებს. განაცხადი უკვე შეტანილი გვაქვს ეკონომიკის სამინისტორში და ვიმედოვნებთ, მალე შევძლებთ ამ პროქტის განხორციელებას,“ – ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია.