ბიზნესი
16/08/2021

"თელიანი ველი" წელს 12 მლნ ბოთლი ღვინის გაყიდვას გეგმავს

„თელიანი ველი“ ზრდის შთამბეჭდავ მაჩვენებლებზე აცხადებს.

კომპანიის მფლობელი ჰოლდინგის „საქართველოს კაპიტალის“ (GCAP) ცნობით, 2021 წლის 6 თვეში ღვინის მწარმოებელმა 23.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, წლიურ ჭრილში ზრდა 56.6%-ია. 

შემოსავალი ბაზრების მიხედვით

  • ადგილობრივი - 2.5 მლნ
  • ექსპორტი - 21 მლნ

ფინანსური მონაცემებიდან ცნობილი ხდება, რომ კომპანიამ 3.6 მლნ ბოთლი ღვინო გაყიდა, ზრდა 53.8%-ია. წმინდა მოგება 4.55 მლნ ლარია. EBDTA 5.3 მლნ იყო.

GCAP -ის პროგნოზით, 2021 წელს „თელიანი ველი“ 12 მლნ ბოთლი ღვინის რეალიზაციას შეძლებს, 2020 წელს გაყიდული 7.2 მლნ შემდეგ. ამასთან 2025 წლისთვის  კომპანიამ ღვინის რეალიზაცია 2.2-ჯერ, 16 მლნ ბოთლამდე უნდა გაზარდოს.

„თელიანი ველის“ სტრატეგიაა, რომ 2021 წელს 1 ბოთლი ღვინის ფასი 2 დოლარი იყოს. 2025 წლისთვის კი, 2.4 დოლარი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველი ნახევრის შემდეგ ღვინის სარეალიზაციო ფასი 9%-ით არის შემცირებული, 2.3 დოლარიდან 2 დოლარამდე.

რაც შეეხება შემოსავლებს, სტრატეგიის მიხედვით,  2021 წელს შემოსავალი 77.7 მლნ ლარს უნდა შეადგენდეს. 2025 წლისთვის კი, 120 მლნ უნდა აღემატებოდეს. წმინდა მოგება 33.9 მილიონის ფარგლებშია ნავარაუდევი.

 

 

 

Businesspartner