ბიზნესი
14/07/2022

თეკუნა გაჩეჩილაძემ კახეთში "ვერცხლის ტბები" გახსნა

კახეთში, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ფერმიდან სუფრამდე (Farm to the tables)  კონცეფციით დასასვენებელი სივრცე „ვერცხლის ტბები“ (silver lakes farm) გაიხსნა. პროექტის თანამდაფუძნებელი ცნობილი შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძეა.

მისი განცხადებით, 22 ჰა ტერიტორიაზე, რომლის ათვისებაც 10 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება, უკვე ფუნქციონირებს 3 კოტეჯი, ხელოვნურად მოწყობილი 7 ტბა (ჯამში 7 ჰა-ზეა გაშენებული)  გარე აუზი, ვენახი, ბოსტნეულის და ხეხილის ბაღები, თევზსაშენი და ასე შემდეგ. ადგილზე მოქმედებს კაფე-რესტორანი, სადაც ბოსტნეულის ნაწილი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ფერმაშია მოყვანილი ნაწილი კი ახლომდებარე მეზობელი მეურნეობებიდან.

გაშენებულია 2 ჰა ტერიტორიაზე მზესუმზირის ბაღი, საიდანაც მოყვანილი მზესუმზირით კომპანია საკუთარი მოხმარებისთვის მზესუმზირის ზეთს აწარმოებს.

როგორც გაჩეჩილაძე აცხადებს, დამფუძნებლები დაახლოებით 3 წელია აღნიშნულ პროექტზე მუშაობენ, გასულ კვირას კი დასასვენებელმა სივრცემ პირველი სტუმრები მიიღო.  მისი ინფორმაციით, სტუმრები ამ დროისთვის ადგილობრივი დამსვენებელია, თუმცა, ინტერესია საერთაშორისო ტურისტების მხრიდანაც.

„ეს კონცეფცია შექმნილია იმათთვის, ვისთვისაც საინტერსოა ეკო და გასტრო ტურიზმი.დამსვენებელი თავად შეძლებს იმუშაოს ბაღსა თუ ბოსტანში,ახლოს იყოს ბუნებასთან და ამისგან დიდი სიამოვნება მიიღოს,“-აცხადებს გაჩეჩილაძე.

როგორც გაჩეჩილაძე განმარტავს, მიმდინარეობს დამატებით კოტეჯების მშენებლობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბერში დასასვენებელ სივრცეში 10 კოტეჯი იქნება.

"2023 წლისთვის დაგეგმილია ქათმის ფერმის მოწყობა, ასევე 20 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა. კომპლექსი შეიძენს საგანმანათლებლო დატვირთვასაც. გვინდა, ეს ადგილი გახდეს ერთგვარი რეზიდენცია ახალგაზრდა შეფ-მზარეულების, მებაღეების, ბოტანიკოსების. ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ რომ  ჩამოვიდნენ, იცხოვრონ აქ და ჩვენს მზარეულებს და მებაღეებს გამოცდილება გაუზიარონ,“-აცხადებს გაჩეჩილაძე.

„ვერცხლის ტბების“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დასასვენებელ სივრცეში ამ დროისთვის 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

პროექტში 100%-ით ქართული ინვესტიციაა განხორციელებული.

შეგახსენებთ, შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძე რესტორნების ქსელის მფლობელიცაა, რომელიც  აერთიანებს მაღალი კლასის სამ რესტორანსა და კულინარიულ სკოლას, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. ქსელი წარმოდგენილია ორი რესტორნით: "კულინარიუმ ხაშერია" და "ტაკერია". გაჩეჩილაძის ინფორმაციით, "ვერცხლის ბაღების" ფერმაში მოყვანილი პროდუქციით, თბილისში, მის საკუთრებაში არსებული რესტორნებიც მომარაგდება. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023