ფოტო: კულინART
ბიზნესი
16/07/2022

თეკუნა გაჩეჩილაძე: სარესტორნო ბიზნესში ახლა პრობლემას ინფლაცია ქმნის

მაღალი ინფლაციის გავლენა პრობლემებს სარესტორნე ბიზნესშიც ქმნის.

ცნობილი შეფ-მზარეული და რესტორნების ქსელის მფლობელი თეკუნა გაჩეჩილაძე სარესტორნო ბიზნესის ტენდენციებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ სიტუაცია წინა წლებისგან განსხვავებით (პანდემიისგან გამოწვეული) პოზიტიურია, თუმცა, ახლა პრობლემას სწორედ ინფლაცია ქმნის.

გაჩეჩილაძის ინფორმაცით, თითქმის ყველა ტიპის პროდუქციაზე ფასები მზარდია, რაც თვითღირებულებას აძვირებს, რესტრონებში კი მენიუს ტარიფი ისე ვერ იზრდება, რა დოზითაც მისი თვითღირებულება, რაც საბოლოო ჯამში რესტორნების მოგების მარჟის შემცირებას იწვევს.

„მოსახლეობა ისედაც დაბალ მსყიდველუნარიანია, ჩვენ რომ ფასები ისე გავზარდოთ, როგორც პროდუქტები ძვირდება, ბრუნვა შეგვიმცირდება,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძე რესტორნების ქსელის მფლობელია, რომელიც  აერთიანებს მაღალი კლასის სამ რესტორანსა და კულინარიულ სკოლას, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. ქსელი წარმოდგენილია ორი რესტორნით: "კულინარიუმ ხაშერია" და "ტაკერია". გარდა ამისა, თეკუნა გაჩეჩილაძე არის კახეთში,დასასვენებელი სივრცის „ვერცხლის ბაღები“ (silver lakes farm)  თანადამფუძნებელი.

 

Businesspartner