ბიზნესი
28/10/2021

"თეგეტა მოტორსმა" წლის პირველი ნახევარი ₾57 მლნ-იანი მოგებით დახურა

„თეგეტა მოტორსმა“ ინვესტორებს წლის პირველ ნახევარში წარმატებულ საქმიანობაზე აცნობა. კომპანიას გაეზარდა შემოსავლები და 6 თვე 57.1 მილიონიანი მოგებითაც დახურა.

იანვარ-ივნისში „თეგეტა მოტორსმა“ 429.79 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2-ჯერ მეტი ვიდრე შარშან ამავე პერიოდში. 6 თვის საოპერაციო მოგება კი, 9.9-დან 66.2 მილიონამდე გაიზარდა.

2021 წლის აგვისტოში კომპანიამ პარტნიორებს 10.1 მლნ ლარის დივიდენდი გადაუხადა.

ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა იმპორტირებული ავტომობილების, სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების, საბურავების, საპოხი მასალების, აკუმულატორებისა და სხვა სათადარიგო ნაწილების გაყიდვა, ასევე ავტომობილების ტექნიკური და სარემონტო მომსახურების გაწევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განთავსებულ მომსახურების ობიექტებში.

 

Businesspartner