ბიზნესი
22/09/2022

"თეგეტა მოტორსმა" საქართველოში კიდევ ერთი გლობალური ბრენდი - PETRONAS შემოიყვანა

„თეგეტას“ ძალისხმევით ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი - „პეტრონასი“ გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი.

„პეტრონასის“ ზეთების ასორტიმენტი „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში იქნება ხელმისაწვდომი.

თენგიზ ლელუჩაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გლობალური ბრენდის „თეგეტას“ პორტფელში შემოყვანა, რაც მომხმარებლისთვის უფრო ფართო ასორტიმენტისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზების საშუალებას მოგვცემს. „პეტრონასის“ ზეთები მთელ მსოფლიოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვფიქრობთ, ქართულ ბაზარზე პრემიუმ ხარისხის ზეთებს შორის „პეტრონასი“ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს“. 

მსოფლიოს მასშტაბით, „პეტრონასს“ 23 ქვეყანაში 30-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს.

PETRONAS სამგზავრო მანქანების ძრავებისთვის საავტომობილო ზეთების პრემიუმ PETRONAS Syntium ხაზს °CoolTech™ ტექნოლოგიით აწარმოებს.  პროფესიონალურად შემუშავებული ეს საავტომობილო ზეთი იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას. „თეგეტა მოტორსში“ PETRONAS-ის მსუბუქი ავტომობილების ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ზეთებია წარმოდგენილი.

დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც ბაზარზე 27 წელია ოპერირებს, 300-ამდე საერთაშორისო ბრენდის პარტნიორი და რეგიონში 150 000-მდე დასახელების პროდუქტის მიმწოდებელია. „პეტრონასთან“ პარტნიორობა „თეგეტას“ პორტფელში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

ცნობისთვის, 1974 წელს დაფუძნებული „პეტრონასი“ გლობალური მასშტაბით ინდუსტრიის ტოპ 10 კომპანიას შორის წამყვან პოზიციას იკავებს. „პეტრონას ჯგუფის“ შემადგენლობაში შემავალი PETRONAS LUBRICANTS INTERNATIONAL (PLI) ფლობს და ოპერირებას უწევს  შერევისა და შევსების 10 ობიექტს მთელ მსოფლიოში. მათი ჯამური კომბინირებული წლიური წარმადობა კი 800,000 ტონაა.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023