ბიზნესი
01/07/2022

თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის საერთაშორისო კავკასიური კონგრესი "კოლხიდა 2022" ტარდება

„აპტოსის“ და GeoPRAS-ის ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი - „კოლხიდა 2022“ ტარდება

1-3 ივლისს, თბილისში, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კონგრესი - „კოლხიდა 2022“ ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან სახისა და სხეულის კორექციის, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანია “აპტოსი“ და საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება – GeoPRAS.

ღონისძიებას წელს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 600-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ონლაინ რეჟიმში დამსწრეთა რაოდენობა კი 1000-მდეა. კონგრესის ფარგლებში, ესთეტიკური მედიცინის წამყვანი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექიმები, კომპანიები და დარგის წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებასა და მიღწევებს გაააზიარებენ.

ინექციური და აპარატული მიმართულებებით ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე მიღწევები, ასევე, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში არსებული ინოვაციური მეთოდები და ესთეტიკურ მედიცინაში შესაძლო სხვადასხვა გართულების მართვა - კონგრესის მთავარი თემებია.

ჰიბრიდული ფორმატის კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებს სამეცნიერო და სასწავლო სესიებზე და სემინარებზე დასწრების პარალელურად, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი, დარგის წამყვანი ბრენდების პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობაც აქვთ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023