ბიზნესი
23/10/2020

თბილისში MANGO Man-ის ორი მაღაზია გაიხსნება - "რითეილ გრუპ ჯორჯია“

დეკემბერში თბილისს MANGO-ს კაცის ხაზის მაღაზიები შეემატება.

როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, მაღაზიები „თბილისი მოლსა“ და „სითი მოლში“ განთავსდება, მანამდე კი კაცის ხაზის პროდუქციის შეძენა მხოლოდ „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრში იყო შესაძლებელი.

რეზო მაღალაშვილის თქმით, იანვარში დაგეგმილია ცნობილი იტალიური კოსმეტიკური ბრენდის შემოყვანა, თუმცა დეტალებზე საუბარისგან თავს იკავებს.

„ამ ეტაპზე, საქართველოს ბაზრიდან არცერთი ბრენდი აპირებს გასვლას. ზოგჯერ არასწორად არის აღქმული პროცესი, როდესაც რომელიმე ბრენდის ახლით ჩანაცვლება ხდება. ზოგადი სიტუაცია რთულია, თუმცა შეინიშნება გამოცოცხლება, რაც პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, გაუმჯობესება დავინახეთ, რასაც სეზონის ცვილელბამაც შეუწყო ხელი.“ - აღნიშნავს რეზო მაღალაშვილი.

Businesspartner