თბილისში მაღაზია "წერტის" მეორე ფილიალი გაიხსნა
დღეიდან მაღაზია "წერტის" პროდუქციის შეძენა თბილისში, უკვე ორ ლოკაციაზეა შესაძლებელი.
პანდემიის მიუხედავად, "წერტი" გაფართოვდა და მეორე ფილიალი ყაზბეგის გამზირზე #15-ში გახსნა. მაღაზია მომხმარებელს ახალ სერვისებსაც შესთავაზებს. ფერმერების მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქტის გაყიდვის გარდა, "წერტის" ახალი ფილიალი რძის პროდუქტების წარმოებითაც იქნება დაკავებული.
ადგილზე მოეწყო მინი საწარმო, სადაც რძის ნაწარმს მომხმარებლის თანდასწრებით დაამზადებენ. ადგილზეა მოწყობილია კაფის ტიპის სივრცეც, რომელიც შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიწყებს ფუნქციონირებას.
ფილიალის დამატებასთან ერთად გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვიც. წერტი ამ დროისთვის 60-მდე ადამიანს ასაქმებს.
ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, ასევე სოფლის პროდუქტების მაღაზია "წერტი" კომპანია "აგროქიზიყმა" 2019 წლის ზაფხულში გახსნა.