ბიზნესი
05/08/2022

თბილისში ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების საწარმო "როლფ ჯორჯია" გაიხსნა

თბილისში ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების საწარმო "როლფ ჯორჯია" გაიხსნა.

კომპანია თბილისში მდებარეობს და მეტალის უჯრედულ შეკიდულ ჭერებს აწარმოებს. საწარმომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 170 000 ლარის სესხი აიღო, პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობამ კი 450 000 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე 16 ადამიანია დასაქმებული, თუმცა კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, მომავალში სამუშაო ადგილების გაზრდას გეგმავენ.

„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ამ ეტაპზე სააგენტოს პროგრამების ფარგლებში ჯამურად 1500-ზე მეტი პროექტია მხარდაჭერილი და სხვადასხვა პროგრამებით 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფაა განხორციელებული. „როლფ ჯორჯია“ ერთ-ერთი ასეთი საწარმოა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია წლების განმავლობაში ახორციელებდა ამ პროდუქციის იმპორტს საქართველოს ბაზარზე, თუმცა დღეს უკვე აქვს პოტენციალი, გავიდეს საექსპორტო ბაზრებზე“, - განაცხადა საწარმოს გახსნაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023