
ბიზნესი
13/12/2021
თბილისში ხორცპროდუქტების ახალი საწარმო ამოქმედდება
სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, თბილისში, ხორცპროდუქტების ახალი საწარმო ამოქმედდება, სადაც 300-მდე ადამიანი დასაქმდება.
ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შპს "ნიკორას" სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების უახლესი დანადგარებით და მის მშენებლობა-აღჭურვაში 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.