ბიზნესი
30/06/2021

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15-წლიან უფლებაზე აუქციონი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება

თბილისის მასშტაბით, გარე რეკლამის განთავსების უფლების მოსაპოვებლად აუქციონი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

კახა კალაძემ განმარტა, რომ აუქციონში გამარჯვებულ პირს მიეცემა უფლება, 15 წლის განმავლობაში რეკლამა განათავსოს და აქედან შემოსავალი მიიღოს.

„ეს უფლება მოიცავს 15 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის განთავსებას და აქედან შემოსავალის მიღებას აუქციონში გამარჯვებული პირისთვის. აუქციონის პირობებზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არაერთი შეხვედრა გაიმართა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნეს სექტორს, ამ სფეროში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს, გაეცნონ აუქციონის პირობებს, რომელიც უახლოეს მომავალში ვებგვერდზე განთავსდება და დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ. ინტერესი ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტი ამ აუქციონიდან კარგ შემოსავალს მიიღებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, აუქციონი 30 დღის განმავლობაში ჩატარდება და დედაქალაქის მერია მზადაა, აღნიშნულ პერიოდში, დაინტერესებულ პირებს კითხვების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.  

Businesspartner