ბიზნესი
21/05/2021

თბილისში ბინებზე მოთხოვნამ პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუსწრო - ბაზრის ზომა $140 მლნ-ია

თბილისში ბინებზე მოთხოვნა გაზრდილია, მაჩვენებლები პანდემიმდელ მონაცემებს მნიშნელოვნად უსწრებს.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, თბილისში აპრილში ბინების 3,103 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 16%-იანი ზრდაა და მოცულობამ $140 მლნ შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის აპრილში საჯარო რეესტრი არ მუშაობდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2021 წლის აპრილში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34%-ით გაიზარდა. პრემიუმ სეგმენტში კი 39%-იანი ზრდაა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი 21%-ით შემცირდა.

2021 წლის აპრილში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 17%-ით, $45 მლნ-მდე გაიზარდა. 

ამასთან, თბილისში ახალ აშენებულ პროექტების 2,049 შესყიდვა დაფქსირდა, რაც 21%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა.