ბიზნესი
24/11/2021

თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ოქტომბერში $150 მლნ-მდე გაიზარდა

თბილისში უძრავი ქონების ბაზარი 2021 წლის ოქტომბერში პანდემიამდელ 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით 4%-ით, $150 მლნ-მდე გაიზარდა. მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 7%-ით არის გაზრდილი.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ტრანზაქციების რაოდენობა 4%-ით შემცირდა და 3 141 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. წლიურად 1%-იანი კლებაა.

ახალაშენებულ პროექტებში 2,113 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 1%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა.

2021 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 5%-ით, 45 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით შემცირდა. მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით. პრემიუმ სეგმენტს რაც შეეხება, 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელმა 27%-იანი კლება განიცადა.

 

 
Businesspartner