ბიზნესი
20/09/2021

"თბილისი მოლში" Hauck-ის მაღაზია დაიხურა

პანდემია საბავშვო პროდუქციის მაღაზიათა ქსელებზეც ნეგატიურად აისახა.

საქართველოში გერმანული კომპანია  Hauck-ის  დირექტორი  მალხაზ სამხარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კომპანიას მიმდინარე წლის ივლისში ორი მაღაზიიდან ერთის დახურვა (თბილისი მოლი) მოუწია.

მისი ინფორმაცით, ამჟამად კომპანია მხოლოდ ერთი, საბურთალოზე მდებარე მაღაზიითაა წარმოდგენილი და თავის გადარჩენის რეჟიმში მუშაობს.

როგორც სამხარაძე განმარტავს, კომპანიის გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს დაახლოებით 25-30%–ით ჩამორჩება.

მისი ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში დამძიმებულია სოციალურ-ეკონომიკური ფონი და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია, მომხმარებელი საბავშო პროდუქციაზე მაინც არ ზოგავს.

„2019 წელთან შედარებით გაიზარდა ფასებიც, როგორც შეიცვალა ევროს კურსი, ისე იცვლება ჩვენთანაც პროდუქციის ღირებულება. მაქსიმალურად ვცდილობთ მოგების საკმაოდ დაბალ მარჟაზე ვიმუშაოთ, თბილისი მოლშიც იმიტომ დავხურეთ მაღაზია, რომ რეალურად, ეს ობიექტი მოგებაზე საერთოდ ვერ გადიოდა, ანუ აზრი არ ჰქონდა მუშაობას,“ - აცხადებს სამხარაძე.

გერმანული კომპანია Hauck-ი 95 წელია საბავშვო პროდუქცას აწარმოებს,  რომელიც მზადდება ანტიალერგიული მასალებით და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ესენია: ეტლები, სკამ მაგიდები, მანეჟები და სხვა. ბრენდი 50 ქვეყანაში იყიდება, საქართველოში კი 2007 წლიდან შპს „გი&ნი“ წარმოადგენს. ამ ეტაპზე კომპანია, საქართველოში 3 გერმანულ ბრენდს  - Hauck-ის, Altabebe-ს და Osann–ს აერთიანებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020