ბიზნესი
08/08/2022

TBC UZ-მა $35 მლნ-ის ინვესტიცია მოიზიდა

TBC Bank Uzbekistan-მა $35.1 მილიონის დამატებითი ინვესტიცია მოიზიდა.

მოზიდული თანხა ინოვაციური ციფრული ბანკინგისა და კერძო საბანკო სექტორის განვითარებას მოხმარდება. დამატებითი კაპიტალი TBC UZ-მა EBRD-სგან, IFC-სგან, და თავად TBC Bank Group PLC-სგან მოიპოვა. 

EBRD-მა და IFC-მა $7 მილიონის ინვესტიცია განახორციელეს, ხოლო TBC Bank Group PLC - $21.1 მილიონის ინვესტიცია ჩადო. საერთო ჯამში, თიბისი UZ-ში ინვესტიციებმა $79,8 მილიონი შეადგინა. საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, კაპიტალის შემდგომი ზრდა ასევე იგეგმება 2023 და 2024 წლებში.

აღნიშნული კაპიტალი მრავალწლიანი დაფინანსების გეგმის ნაწილია, რომელიც 2021 წლის 30 სექტემბერს  TBC UZ-ს, TBC Bank Group PLC-ს, EBRD-სა და IFC-ს შორის საინვესტიციო ხელშეკრულებით გაფორმდა. ამავე შეთანხმების თანახმად, ორმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა (EBRD და IFC) TBC UZ-ში 20%-იანი წილი შეიძინა.