ბიზნესი
03/12/2021

TBC Capital: ნოემბერში იპოთეკური სესხების გაცემა 8.4%-ით შემცირდა

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდაზე კლება ფიქსირდება.

TBC Capital–ის განახლებული მონაცემებით, ნოემბრის თვეში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდა და 2019 წელთან შედარებით, 8.4% შეადგინა.

რაც შეეხება, უძრავი ქონების ტრანზაქციებს, აღნიშნულის რაოდენობა, 1-25 ნოემბრის პერიოდში, 39%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით.