ბიზნესი
29/10/2021

TBC Capital: იპოთეკური სესხების მოცულობა 84%-ით გაიზარდა

TBC Capital-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 1-26 ოქტომბრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა, 2019 წელთან შედარებით, 84%-ს გაუტოლდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდა დადებით ნიშნულს დაუბრუნდა და 2019 წლის დონეს 9%- ით გადააჭარბა.