ბიზნესი
22/11/2021
TaxiWoman-ი ბაზრიდან გავიდა
TaxiWoman-ი ფუნქციონირებას წყვეტს.
„ძვირფასო მომხმარებლებო, დიდ მადლობას გიხდით ჩვენი TaxiWoman-ით სარგებლობისთვის, კომპანია წყვეტს ფუნქციონირებას. სიახლეებს კი შეგატყობინებთ მალე,“ - აღნიშნულია კომპანიის ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, TaxiWoman-ი ბაზარზე რამდენიმე თვე ფუნქციინურებდა. ის იყო ტაქსის გამოძახების ახალი სერვისი, რომელიც მომსახურებას ქალებსა და 16 წლამდე მოზარდებს უწევდა, ამასთან, კომპანიაში დასაქმებული მძღოლებიც მხოლოდ ქალბატონები იყვნენ.
TaxiWoman-ს განვითარების გეგმებიც ჰქონდა, კომპანია ჯერჯერობით თბილისში ოპერირებდა, სამომავლოდ კი რეგიონების ათვისებასაც გეგმავდა. კომპანიას არ ჰქონდა აპლიკაცია, მომხმარებელი მომსახურებებას სატელეფონო ზარის განხორციელებით შედეგად ღებულობდა.