ბიზნესი
09/12/2020

“ტარიფები არ გაგვიზრდია, მანქანების რაოდენობა თითქმის გავაორმაგეთ“– ტაქსი 5

კომპანია ტაქსი 5–ის დამფუძნებელი ლევან თავართქილაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ტაქსებზე მოთხოვნა გაზრდილია და პანდემიის დაწყებიდან მანქანების რაოდენობა გააორმაგეს.

„ტარიფები არ გაგვიზრდია, თუმცა, გამოძახების დროს მძღოლები ნაკლებად მიდიან მისმართზე, რადგან ურჩევნიათ ქუჩიდან აიყვანონ მგზავრი და ამ გზით მეტი შემოსავალი მიიღონ.  მაქსიმალურად ვცდილობთ მძღოლები გავგზავნოთ მისამართებზე. უშუალოდ ჩვენს საკუთრებაში მყოფი ავტომობილების მძღოლები ასეც იქცევიან.

15 მანქანა გვყავდა, როგორც იცით ამერიკული ტაქსები ჩამოგვყავს, მარტიდან მოყოლებული დავამატეთ 12 მანქანა და თითქმის გავაორმაგეთ რაოდენობა. უკვე 3 წელია, რაც კომპანია „მაქსიმთან“  ხელშკრულება გვაქვს. თებერვალში მიწევს ამერიკაში ჩასვლა და არ გამოვრიცხავ კიდევ ჩამოვიყვანოთ ტაქსები. რაც შეეხება რეგულაციებს, ყველა წესს ვიცავთ და ვაკონტროლებთ. ჩვენი მანქანებში მძღოლსა და მგზავრს შორს არის ბარიერი და არანაირი შეხება არ აქვთ ერთმანეთთან, არც ფულთან.“– აღნიშნავს ლევან თავართქილაძე.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის,  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  31 იანვრის ჩათვლით, დაიკეტა სპორტდარბაზები, სავაჭრო მოლები, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022