ბიზნესი
23/03/2022

"თანადგომა ჩვენი პასუხისმგებლობაა "- "ჯიპიაი" უკრაინის მხარდამჭერ პროექტს აგრძელებს

 „ჯიპიაი ჰოლინგმა“ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სპეციალური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კომპანია ონლაინ გაყიდული ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებიდან  10%-ს უკრაინის დახმარების ფონდში რიცხავს. კომპანიაში აცხადებენ რომ,  აქციის დაწყებიდან  სულ ერთი კვირაა გავიდა და უკვე 200-მდე პოლისი გაიყიდა.

მომხმარებელთა მხრიდან დიდი მოთხოვნის გამო , ჯიპიაი აქციას აგრძელებს და მოსახლეობას საშუალებას  აძლევს სხვა პროდუქტების შეძენის დროს გადახდილი თანხითაც  დაეხმაროს უკრაინელებს.   დღეიდან ონკოქეარის და სამგზაურო ონლაინ (mygpi.ge) დაზღვევის შეძენის შემთხვევაშიც, თქვენს მიერ გადახდილი თანხის 10% უკრაინელების მხარდამჭერ ფონდში გადაირიხება.

თინათინ სტამბოლიშვილი , „ჯიპიაი ჰოლდინგის კომუნიკაციის დირექტორი“ : „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ რთულ დროს ყველა შესაძლო გზით დავხმარებოდით უკრაინელ ხალხს. ჩვენ უკრაინაში კოლეგები გვყავს, რომლებიც „ვენის სასდაზღვევო ჯგუფის“ კომპანიებში მუშაობენ და მათთან მუდმივ კონტაქტზე ვართ, გასულ კვირას მათ დასახმარებლადაც ჯიპიაიმ 25 000 ევრო უკვე გადარიცხა „ ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სპეციალურ ფონდში - VIG Family Fund, თუმცა ვგრძნობდით რომ უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს აქცია, რომელიც ჩვენთან ერთად ჩვენს მოქალაქეებსაც აძლევს საშუალებას დაეხმაროს უკრაინელ ხალხს და მათ მიერ შეძენილი პოლისებიდან 10 % უკრაინის მთავრობის ფონდში გადაირიცხება.  

აქციაში ჩართვის და თანადგომის სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა და მხოლოდ ერთ კვირაში 200-მდე პოლისი გაიყიდა. ამიტომ გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ და ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებთან ერთად, თანხის 10% ონლაინ გაყიდული  ონკოქეარის და სამოგზაურო დაზღვევის პოლისებიდანაც გადავრიცხოთ. გვჯერა, ამ თანადგომით  და საერთო ძალისხმევით დავეხმარებით უკრაინას და უკრაინელ ხალხს. „

„ჯიპიაი ჰოლდინგი“  ამ აქციის პარარელურად უკრაინის დასახმარებლად სხვა აქტივობებსაც ახორციელებს. კომპანიამ 25 000 ევრო უკვე გადარიცხა მისი ინვესტორის,  „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“  მიერ შექმნილ  სპეციალურ ფონდში _ VIG Family fund .

ჯიპიაი ჰოლდნგის სადაზღვევო პროდუქტების ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.