ბიზნესი
10/02/2021

თამარ რაზმაძე: ხარისხიანი განათლება ყოველთვის იყო და არის ბიზნესი

არაფორმალური განათლების სივრცე „ლეტერატოს“ დამფუძნებელი თამარ რაზმაძე სფეროს მნიშვნელობასა და შესაძლელობებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი თქმით, ხარისხიანი განათლება ყოველთვის იყო და არის ბიზნესი.

„რაც არ უნდა დახვეწილი იყოს სასკოლო გეგმა, არაფორმალური განათლება ისეთი სფეროა თანამედროვე სამყაროში, რომელზეც მუდმივად იქნება მოთხოვნა. იმდენად დიდია თავისფლების ხარისხი, რომ როგორც ბიზნესს, ნამდვილად აქვს პოტენციალი.

ჩვენ ვართ აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის, შესაბამისად, აზროვნების თავისუფლება უპირველესია. ფორმალურ განათლებაში, რთულია ამ უნარების ბოლომდე მინიჭება, ბევრი ჩარჩოა, რომელსაც სწავლების პერიოდში ითვალისწინებენ. ჩვენი ამოცანაა, მოზარდები მოვამზადოთ ზრდასრული ცხოვრებისთვის, ჰქონდეთ უნარები, სამსახურსა თუ უნივესიტეტში შეძლონ საკუთარი თავის წარმოჩენა. თუ შევხედავთ საუნივერსიტეტეო განათლებას, სკოლის მერხიდან ბავშვი ისე მიდის უნივერსიტეტში რომ ძალიან ბევრი უნარი აკლია მას, ეს იქნება პროექტის გაკეთება, ლოგიკური აზროვნება თუ სხვა,“– აღნიშნავს თამარ რაზმაძე.

შეგახსენებთ, რომ არაფორმალური განათლების სივრცე „ლეტერატო“, სპეციალური პროგრამებით მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიფართოონ თვალსაწიერი, აიმაღლონ ერუდიცია და ჩამოუყალიბდეთ თავისუფალი აზროვნების, საკითხისადამი შემოქმედებითი ჭვრეტის და ინოვაციების შექმნის უნარები.

 

 

Businesspartner