ბიზნესი
02/08/2022

თამარ არჩუაძე: თბილისის აეროპორტს შეუძლია საკმაოდ ბევრ ტვირთს მოემსახუროს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე „ბიზნესპარტნიორთან“ სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ქართული ბაზრის მიმზიდველობაზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით,  თბილისის აეროპორტში მუშაობს სატვირთო ტერმინალი, რომლის პოტენციალიც ჯერჯერობით სრულად არ არის ათვისებული.

როგორც არჩვაძე აცხადებს, აღნიშნულ ტერმინალს შეუძლია საკმაოდ ბევრ  ტვირთს მოემსახუროს.

„საქართველოს მიერ გაცემული სერთიფიკატები   არის საკმაოდ ცნობადი, მათ ენდობიან ბევრ ქვეყანაში და კომპანიისთვის არის პრესტიჟული, ჰქონდეს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული საბუთები. ამიტომ, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია,“-აცხადებს არჩუაძე.

მისი განმარტებით, კარგი იქნება თუ ბაზარზე კიდევ უფრო ბევრი სატვირთო ავიაკომპანია იქნება და აერპორტში არსბეული სტვირთო ტერმინალი მაქსიმალური სიმძლავრით იმუშავებს.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბაზარზე სატვირთო ავიაგადაზიდვებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან ახალი ქართული ავიაკომპანია Camex Airlines-იც შეასრულებს. კომპანია ჯამში 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი.

დღეს თბილისის აეროპორტში 6 სატვირთო ავიაკომპანია ოპერირებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023