ბიზნესი
18/01/2022

"თაფლუჭა" ევროპის ბაზარზე გასვლას გეგმავს

წელიწადნახევრის წინ დაფუძნებული, თაფლის მწარმოებელი კომპანია „თაფლუჭა“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

როგორც კომპანიის დირექტორი, თამთა დავითაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სატესტო ნიმუშები უკვე გაგზავნილია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და კომპანია მათგან უკუკავშირს ელოდება.

დავითაშვილის განცხადებით, "თაფლუჭა" ამ ეტაპისთვის ორი სახეობის თაფლს აწარმოებს, მათ შორისაა გაზაფხულის თაფლი, რომელიც მინდვრის ყვავილების არომატს და აკაციის ნექტარს აერთიანებს და წაბლის, რომელიც წაბლის მასიური ტყეებიდან მოიპოვება, ლოკაცია კი იმერეთის და რაჭის ქედებია.

360 გრამიანი „თაფლუჭას“ გასაყიდი ფასი 8.80 ლარს შეადგენს, 480 გრამიანის ფასი კი 13 ლარია. პროდუქცია ამჟამად იყიდება ჰიპერმარკეტ „გუდვილში“, „ნიკორასა“  და ონლაინ სივრცეში.