ბიზნესი
06/07/2022

"სვანეთში ჰესების მშენებლობაში 2017 წლიდან დღემდე ₾200 მლნ-ის ინვესტიციაა ჩადებული"

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი „ბიზნესპარტნიორთან“ სვანეთის საინვესტიციო მიმზიდველობაზე და მის პერსპექტივაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, სვანეთის ჰიდრო რესურსები საკმაოდ მიმზიდველია ინვესტორებისთვის. 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია, აქედან  6 უკვე ექსპლუატაციაშია შესული,  2 ჰესზე მოკვლევა მიმდინარეობს,მუშაობა მიმდინარეობს 4 ჰესზეც. 

როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ჯამში, 2017 წლიდან დღემდე  ამ მიმართულებით რეგიონში 200 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. საუბარია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ინვესტიციებზე.

 

 

Businesspartner