ბიზნესი
11/07/2022

სურსათის დანამატებზე ტექნიკური რეგლამენტი 2023 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება

 

ტექნიკური რეგლამენტი სურსათის დანამატების შესახებ" 2023 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა  დადგენილების პროექტი  „ტექნიკური რეგლამენტი - სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ“, რომელიც ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში მომზადდა.

აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრა ვიტამინების და მინერალების ჩამონათვალი  და ასევე მათი ქიმიური ფორმები, რომელთა  გამოყენებაც დასაშვებია  სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში. 

დადგენილება არეგულირებს  ბიზნესოპერატორის მიერ  სურსათის (სასურსათო)  დანამატებში  ვიტამინებისა და მინერალების რეკომენდებულ მაქსიმალურ რაოდენობას სადღეღამისო მოხმარების პორციაში და  უვნებელი მოხმარების ზედა ზღვარს,  რომელიც დადგენილია   სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე,  რისკის მეცნიერული შეფასებით და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობის განსხვავებული ხარისხის გათვალისწინებით. რეგლამენტი ასევე განსაზღვრავს პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა  და მისი ეტიკეტირების წესს.

დაუშვებელია ბაზარზე განთავსდეს  სურსათის (სასურსათო) დანამატი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

ბიზნესოპერატორი, რომელიც განათავსებს  ბაზარზე სურსათის (სასურსათო) დანამატს, ვალდებულია წინასწარ აცნობოს ამის შესახებ  სურსათის ეროვნულ სააგენტოს  და წარუდგინოს სურსათის ეტიკეტის ნიმუში.

პროექტი ამოქმედდება 2023 წლის პირველი ივნისიდან, რაც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს სათანადოდ მოემზადონ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისათვის. ასევე, სურსათი, რომელიც განთავსებული იქნება ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს,  ბაზარზე განთავსებული იქნება  „გამოყენებამდე ვადის“ გასვლამდე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023