ბიზნესი
14/04/2022

სულაკაურის გამომცემლობა: წიგნებს საქართველოში იშვიათად ვბეჭდავთ

მაღალი ინფლაციისა და ლარის კურსის ცვალებადობის ფონზე, სულაკაურის გამომცემლობა ფასების შენარჩუნებას ცდილობს. 

სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიამ დაახლოებით 2 თვის წინ ფასები მცირედით გაზარდა. 

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, მამულაშვილის თქმით, კომპანიის შემოსავლებზე  ნეგატიურად არ ასახულა, რამდენადაც კომპანია წიგნებისთვის საჭირო ნედლეულის იმპორტს არ ახორციელებს, რადგან ადგილობრივ სტამბებს იშვიათად იყენებს.

სულაკაურის გამომცემლობა წიგნებს მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის სტამბაში ბეჭდავს. მათ შორის, აზიის ქვეყნები.

კითხვაზე, რატომ არ თანამშრომლობს ადგილობივ სტამბებთან, მამულაშვილი განმარტავს, რომ მიზეზი ხარისხის და ფასის თანაფარდობაა. „ასევე ვადები, იქაური ფასები და მომსახურება უფრო მისაღებია,“ - აცხადებს მამულაშვილი.  

შექმნილ სიტუაციაში კომპანია ეროვნული  ვალუტის კურსის ცვალებადობაზე საკმაოდ დამოკიდებულია. სულაკაურის გამომცემლობის დირექტორის ინფორმაციით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს ფასები.  

მამულაშვილი რეალიზაციის მაჩვენებელზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონისა, სულაკაურის გამომცემლობის სეგმენტი ფულის დაზოგვას წიგნებზე არ ახდენს, თუმცა, გაურკვეველია რა იქნება მომავალში.

„ჩვენ სპეციფიური მყიდველი გყვავს. ჩვენი სეგმენტი ძირითადად. დასაქმებული, ახალგაზრდა მშობლებია,“ - აცხადებს მამულაშვილი.

„სულაკაურის გამომცემლობა“ ბაზარზე 1999 წლიდანაა და მკვეთრად ჩამოყალიბებული. საგამომცემლო პრიორიტეტები გააჩნია. კერძოდ: საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, თანამედროვე და კლასიკური პროზა, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ლიტერატურა.