ფოტო: railway-news.com
ბიზნესი
29/01/2022

Stadler-ი საქართველოში ახალი მატარებლების შემოყვანას და ქარხნის აშენებას გეგმავს

საქართველომ შესაძლოა, Stadler-ისგან ახალი სამგზავრო შემადგენლობები შეიძინოს.

საკითხზე პრემიერთან ორი დღის გამართული შეხვედრის შემდეგ Stadler-ის მფლობელმა პიტერ შპულერმა განაცხადა.

"რამდენიმე წლის წინ „საქართველოს რკინიგზასთვის“ ორსართულიანი მატარებლების შემოვყვანეთ. შემდეგ მოვაწერეთ ხელი კონტრაქტს და ურთიერთგაგების მემორანდუმს დამატებითი მატარებლების თაობაზე. ახლა საუბარი გვქონდა პრემიერთან სამომავლო ნაბიჯების შესახებ. მგონი კარგი შანსი გვაქვს მომავალ წელს საქართველოში მეტი მატარებლის, ერთსართულიანი შემადგენლობის შემოსაყვანად“, - განაცხადა პიტერ შპულერმა.

ის, რომ ახალი სამგზავრო შემადგენლობების შესყიდვით არის დაინტრესებული „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორიც ადასტურებს.

პრემიერთან შეხვედრისას შვეიცარიული კომპანია Stadler -ის საქართველოში ქარხნის აშენების შესაძლებლობასც განიხილეს. ქარხანაში სარკინიგზო შემადგენლობების წარმოება/ შეკეთება უნდა მოხდეს.

აღსანიშნავია, ამ ქარხნის აშენებაზე საუბარი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მთავრობა ირწმუნება, რომ მაქსიმალურად დაუჭერს მხარს აღნიშნული ინვესტიციის განხორციელებას.

Stadler-ის 4 ორსართულიანი მატარებელი „საქართველოს რკინიგზამ“ 2016-17 წლებში შეიძინა. მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებით სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023