ბიზნესი
23/02/2021
Spotify საქართველოში შემოდის
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, Spotify ოპერირებას 85 ახალ ბაზარზე დაიწყებს, მათ შორის საქართველოშიც, - ამის შესახებ, Spotify-ს ონლაინ ღონისძიების Stream On-ის დროს გახდა ცნობილი.
Spotify შვედური აუდიოსტრიმინგ აპლიკაციაა და პლატფორმა 36 ახალ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.
გაფართოება მოიცავს აფრიკის, აზიის, ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებს. ამ ბაზრებზე გაერთიანებულია მილიარდზე მეტი ადამიანი.
კომპანიის თქმით, იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ შემქმნელებთან და პარტნიორებთან თითოეულ ბაზარზე. "მისი მიზანია, შექმნას უსაზღვრო აუდიო ეკოსისტემა - დააკავშიროს შემქმნელები, მსმენელები“– წერს techcrunch–ი.
ფოტო: Getty Images