Spacebox-მა მარტის ლიმიტირებული ბოქსი ქალებს მიუძღვნა
Spacebox-მა ქალთა დღესასწაულების აღსანიშნავად, სპეციალური თემატიკის ბოქსები შექმნა. კომპანიის დამუძნებლის, ანანო კაკაბაძის თქმით, ბოქსის დიზაინი განსხვავებულია და განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს.
"მარტი ქალების თვეა და გადავწყვიტე ძლიერი ქალებისთვის ლიმიტირებული ბოქსი მიმეძღვნა. დიზაინში გამოყენებულია ჩემი ნახატი, რომელიც ილუსტრაციად ვაქციეთ და ძალიან დიდი ემოციის, განსაკუთრებული ისტორიის მატარებელია. ასეთივე ტექსტით და ემოციითაა დაწერილი წერილი, რომელიც თან მოყვება. მომხმარებელი სიახლეებს მუდმივად უნდა ელოდოს, შემდეგშიც აუცილებლად წარვადგენთ განსხვავებული კონცეფციის ბოქსს," – აღნიშნავს ანუკა კაკაბაძე.
ლიმიტირებულ ბოქსებში რძიანი შოკოლადის ნაცვლად შავი შოკოლადია გამოყენებული. ამასთან ერთად, სტანდარტული ბოქსიც იქნება გაყიდვაში. მომხმარებელს, Spacebox-ის შეძენა სოციალური ქსელებით და ერთ–ერთ ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ შოკოლადის ბოქსებს Spacebox-ი საკონდიტრო „აზზატოსთან“ თანამშრომლობით აწარმოებს.