ბიზნესი
12/02/2021

Spacebox-ი ქალთა დღესასწაულებისთვის შოკოლადების ახალ ნაკრებს შექმნის

Spacebox-ი შოკოლადის გემოების დაუვიწყარი მოგზაურობისთვის შეიქმნა. კომპანიის დამფუძნებელი ანუკა კაკაბაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ბოქსის შექმნის პროცესსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

„Space box-ის შექმნის იდეა 10 ნოემბერს გაჩნდა, პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ ბიზნესთან მაქვს შეხება და მინდოდა საკუთარიც მქონოდა. ძიების შემდეგ, აღმოვაჩინე იაპონური ბოქსი, რომელიც ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე საქართველოშიც შემექმნა. დიზაინიდან დაწყებული, ყველა დეტალი ჩემი და ჩემი პარტნიორის ნუცა კირთაძის შექმნილია. ამის გარდა, მნიშვნელოვანი იყო შოკოლადის ხარისხი, ამიტომ გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა საკონდიტრო „აზზატოსთან“. იტალიური შოკოლადით სხვადასხვა გემოსა და ფერის ბურთულები იქმნება, რძიანი შოკოლადით, თხილის შიგთავსით და ა.შ.

ბოქსი ვიზუალურად მიმზიდველი და განსხვავებულია და მისი თვითღირებულებაც საკმაოდ მაღალია, არ მინდოდა მოხმარების შემდეგ გადაეგდოთ, ამიტომ ბოქსს შევძინეთ დამატებითი დატვირთვა და მის ფსკერზე წერია „შეინახე მოგონებები“. გვაქვს ბარათები, რომლის შინაარსიც დღესასწაულებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე გვაქვს ვალენტინობისთვის შექმნილი წერილები,“ – აღნიშნავს ანუკა კაკაბაძე.

Spacebox–ი ქალთა დღესასწაულების აღსანიშნად, სპეციალური თემატიკის ბოქსებს შექმნის, რომლის დიზაინი განსხვავებული, თუმცა კონცეფცია იგივე იქნება.
მომხმარებელი სიახლეებს მუდმივად უნდა ელოდოს. 3 და 8 მარტისთვის შექმნილ ბოქსში, გამოყენებული იქნება ჩემი ნახატი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ემოციებით ველოდები.

Spacebox-ის შეძენა შესაძლებელი სოციალური ქსელებით და ერთ–ერთ ონლაინ პლატფორმის საშუალებით. მომავალში გაფართოებაც იგეგმება. ამ ეტაპზე პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა.