სოსო ნიბლაძე: კვალიფიციური მუშა-ხელის მოძიება მაღალი ხელფასის პირობებშიც კი პრობლემაა
ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელძღვანელი სოსო ნიბლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ პროფესიონალი მუშა-ხელის დეფიციტზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ არ მოხდა გარკვეული თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება, ეს კიდევ უფრო მზარდი პრობლემა გახდება.
„ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ საქართველოდან გამორჩეული, ეფექტური სამუშაო ძალა უცხოეთში ემიგრირებს. ეს ტენდენცია იგრძნობა და ამ მხრივ პრობლემებს ვაწყდებით. პრობლემა აქ მენეჯერულ პოზიციებზე ნაკლებადაა, საუბარია, კვალიფიიციურ მუშა-ხელზე, რომლის მოძიებაც საკმაოდ გაზრდილი სახელფასო პირობებშიც კი პრობლემურია.
ძალიან აქტუალური გახდა დროებითი ემიგრაცია ევროპაში, ეს მუშა-ხელი მიდის გარკვეულ ანაზღაურებაზე, რომელიც შეიძლება იყოს 5-7 ევრო სააათშიც კი. ეს კონტიგენტი იქ მუშაობს, იმ პირობებით კმაყოფილია. შესაბამისად, საქართველოში ეს რესურსი მცირდება,“ - აცხადებს ნიბლაძე.
მისივე განმარტებით, კარგი იქნება თუ ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობა სისტემურად დაიწყება. მათ შორის, მოხდება გადამზადება, შესაძლოა განიხილებოდეს ინდუსტრიულ დარგებში კადრის გადამზადებაზე მორატორიუმი, სუბსიდირება და ასე შემდგომ. ნიბლაძის ინფორმაციით, ქვეყანაში უნდა გაჩნდეს მოტივაცია, რომ შესაძლებელი იყოს გამოყენება ერთი მხრივ, ქვეყნის ვითომ გაცხადებული უპირატესობის - რომ არსებობს კადრი და მეორე მხრივ, ჩატარდეს დეტალური ანალიზი.
„თუ ადგილობრივი რესურსი არ არის, მაშინ რას ვაკეთებთ იმიგრაციის თვალსაზრისით, ქვეყანას რა პოლიტიკა აქვს უცხოეთის ქვეყნებიდან მუშა-ხელის მოსაზიდად, რომელიც საკმაოდ ძვირი დაჯდება. ეს გლობალური პროცესია. მაგალითად, დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მუშა-ხელის მიგრირების ტენდენციაა, მაგალითისთვის, გერმანიაში პოლონეთიდან ჩასული მუშა-ხელია აქტიური, პოლონეთში უკრაინელები აქტიურობენ და ა.შ. ეს თანდმევი პროცესია. თუ ჩვენ დავკარგეთ ეს უპირატესობა, რომ საქართველოში არის მუშა-ხელი და სამუშაო ადგილები კი არ არის პრობლემა, არამედ პრობლემაა მეტ-ნაკლებად კვალიფიციური მუშახელიც კი, ეს სამრეწველო სექტორის ზრდისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. მათ შორის პრობლემები შეექნება როგორც უცოხოელი ინვესტორების მოზიდვას, ისე ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას", - განმარტავს სოსო ნიბლაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული კომპანიების 60.2%-ის მოსაზრებით, უმთავრესი მიზეზი, რაც კადრების მოძიებას ართულებს, აპლიკანტთა არასაკმარისი ცოდნის დონეა.
არასაკმარისი ცოდნის დონე, გამოკითხული ბიზნესის უდიდესი ნაწილის აზრით, სამი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს; ხოლო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები ძალიან მწირია ან საერთოდ არ არსებობს.
რაც შეეხება თავად, ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ის ქუთაისში 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.