ბიზნესი
07/07/2023

სოსო ფხაკაძე: ბევრ კომპანიას კადრის დაახლოებით 20%-იანი დეფიციტი აქვს

არსებობს უმუშევრობა ქვეყანაში, თუმცა ძალიან ბევრ კომპანიას, დაახლოებით, 20%-იანი ქრონიკული დეფიციტი აქვს კადრების - ეს  მთელი ბიზნესის პრობლემაა. გვინდა ადამიანები და ამ ადამიანებს ვერ ვშოულობთ, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა  სოსო ფხაკაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ბიზნესასოციაცია მუდმივად აწარმოებს ასოციაციის წევრებში ბიზნესის ხელისშემშლელ ფაქტორებზე გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც,  პროფესიული კადრების დეფიციტი ბოლო სამი კვარტლის ნომერ პირველ გამოწვევად სახელდება.  

შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოდინარე, რაც საკადრო დეფიციტს უკავშირდება, ბიზნესი გამოსავალს აქტიურად ეძებს. კადრების მოსაზიდად დამსაქმებლებს სულ უფრო მეტი სარგებლის შეთავაზება უწევთ, მათ შორისაა: გაზრდილი ხელფასები, ტრენინგები, მოქნილი სამუშაო გრაფიკი და სხვა. გარდა ამისა, სულ უფრო მეტ კომპანიას სამსახურში არაკვალიფიციური კადრები აჰყავს და შემდგომ მათ გადამზადებას თავადვე უზრუნველყოფს, რადგან ბოლო დროს დაბალკვალიფიციური კადრებიც კი დეფიციტური გახდა.

მაგალითისთვის, ბიზნესასოციაციის გამოკითხვის შედეგად, გამოიკვეთა რომ 2023 წლის მეორე კვარტალში კომპანიათა 59%-მა სპეციალისტების ნაკლებობა, ხოლო 41%-მა უბრალოდ სამუშაო ძალის ნაკლებობა დაასახელა საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებად.

„გამოკითხული კომპანიების უმრავლესობის აზრით, კადრების მოძიების პროცესს ართულებს აპლიკანტთა არასაკმარისი რაოდენობაც, რაც გამოწვეულია კადრების საზღვარგარეთ გადინებით. ბოლო 1 წელში ბიზნესსექტორში ხელფასები 20%-ით გაიზარდა, თუმცა, ამას კადრების დეფიციტის პრობლემა არ გადაუჭრია“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, გლობალურ შრომის ბაზარზე კადრებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა არაერთი ქვეყანა მუშახელის დეფიციტს განიცდის. მაგალითისთვის, ბოლო დროს გლობალურ ბაზარზე გამოკითხული 45 ათასი კომპანიიდან,  70%-ზე მეტი საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრებს ვერ პოულობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023