ბიზნესი
24/03/2020
SOCAR-მა სუფსის ტერმინალიდან ბელორუსს ნავთობი მიაწოდა
SOCAR -მა სუფსის ტერმინალიდან ბელორუსში ნავთობის მორიგი პარტია გააგზავნა.
ამ ეტაპისთვის ნავთობის მოცულობა 85 ათასი ტონაა. პირველი პარტიის მიწოდება 5-6 მარტს მოხდა 90 000 ტონის მოცულობით.
აზერბაიჯანულ ნავთობს „ბელნეფტოქიმი“ იღებს, რომელიც კუთვნილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში უნდა გადამუშავდება.