ბიზნესი
10/08/2021

სნეპ ფიტნესი: ოფიციალურად დავიკეტებით თუ არაოფიციალურად, არ აქვს მნიშვნელობა

„სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ გართულებულ ეპიდმიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, სპორტული დარბაზებიც არაოფიციალურად დაიხურებიან.

„თუ არ დაგვკეტავენ და ინფიცირების დღიური რაოდენობა 10 000-ზე ავიდა, ჩათვალეთ რომ დარბაზი ისედაც დაკეტილი იქნება, ვინ ივლის ასეთ სიტუაციაში? არ ექნება მნიშვნელობა სპორტულ დარბაზებს მთავრობა ოფიციალურად დახურავს თუ არა. პირველი ლოქდაუნის დროს, სანამ დაგვკეტავდნენ, ჩვენ მანამდე დავიხურეთ ზუსტად ამ მიზეზის გამო," - აცხადებს სოლოღაშვილი.

როგორც „სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი აცხადებს, ლოქდაუნს კომპანია არ განიხილავს, რადგან ფინანსურად ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება.

„კომპანია ჯერჯერობით აგრძელებს ფუნქციონირებას, სადამდე შეძლებს ამას არ ვიცი,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.

მისივე განცხადებით, ზოგადად ზაფხული ინდუსტრიისთვის არააქტიური პერიოდია და მომხმარებელთა აქტივობა ისედაც შემცირებული იქნებოდა, თუმცა, კომპანიამ  ივნის-ივლისში იმაზე კარგად იმუშავა, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.

„ჩვენი თანამშრომლების 99% აცრილია, რაც შეეხება მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში იმდენად დაცულია დისტანცია, რომ ეს პრობლემას არ შექმნის, პირბადე აუცილებელი ატრიბუტია. მე ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ამოქმედებული რეგულაციები იმოქმედებს და 2 კვირის შემდეგ ინფიცირების რაოდენობა განახევრდება, სექტემბერში კი მომზადებულები შევხვდებით ეპიდემიოლოგიურ სიტაუციას,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.

დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 4 ფილიალი აქვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022