ბიზნესი
06/07/2022

"სნეპ ფიტნესი" ფილიალების განახლებას გეგმავს

„სნეპ ფიტნესი“ ფილიალების განახლებას გეგმავს.

როგორც ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სარეაბილიტაციო პროცესი აგვისტოში დაიწყება და უკვე სექტემბრიდან „სნეპ ფიტნესის“ 2 ფილიალი (ყაზბეგის გამზირზე მდებარე და ვაკის ფილიალები) მომხმარებელს განახლებული ინფრასტრუქტურით მოემსახურება.

„უკვე 7 წელია არსებობს ჩვენი ფილიალები და ითხოვს ინფრასტრუქტურა. ამჟამად მიმდინარეობს კალკულაციის პროცესი, თუ რა ოდენობის ინვესტიცია დაიხარჯება. აგვისტოს თვე ისედაც არაააქტიური სეზონია ჩვენს სეგმენტში, ამიტომ ფილიალები მონაცვლეობით დაიხურება და ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა ფილიალებში გადანაწილდება,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.

მისი  ინფორმაციით, ბოლო პერიოდში „სნეპ ფიტნესში“ მომხმარებლების აქტივობა და  კომპანიის შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაზრდილია.  

შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 4 ფილიალი აქვს.

 

 

Businesspartner