ბიზნესი
15/09/2022

"სნეილ ქეჩი" ხობში ლოკოკინის ფერმას აფართოებს - წლიური წარმადობა 400 ტონა იქნება

კომპანია „სნეილ ქეჩი“ ხობში ლოკოკინის ფერმას აფართოებს.

როგორც ქართულ-ნორვეგიული კომპანია „სნეილ ქეჩის“ (ნადი გრუპის დაფუძნებული) თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, წლის ბოლომდე ხობში დაგეგმილია არსებულ 6 ჰა-ზე გაშენებულ ფერმას დაემატოს 14 ჰა ტერიტორია.  

მისივე განცხადებით, ფერმის გაფართოება კომპანიას  წელიწადში 400 ტონამდე ლოკოკინას წარმოების შესაძლელობას მისცემს. ამ დროისთვის „სნეილ ქეჩი“ ჯამში 120 ტონა ლოკოკინას აწარმოებს.

როგორც ნადარაია აცხადებს, ნოემბერში სენაკსა და ხობში წარმოებული ლოკოკინები ექსპორტზე იტალიის შემდეგ ესპანეთშიც გავა.

მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყანასთან წარმატებით დასრულდა, შედეგად, საწყის ეტაპზე ესპანეთში სატესტოდ, 20 ტონა ლოკოკინა გაიგზავნება.

2020 წლის შემოდგომიდან კომპანიამ ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტი იტალიაში დაიწყო.

ნადარია აცხადებს, რომ ჯამში „სნეილ ქეჩი“ საერთაშორისო ბაზარს წლიურად დაახლოებით 800 ტონა ლოკოკინას მიაწვდის, აქედან 120 ტონა საკუთარი ფერმიდან იქნება, დანარჩენი კი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ფერმეებთან თანამშრომლობის შედეგად.

როგორც ცნობილია, „სნეილ ქეჩი“ სენაკში ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიციას ახორციელებს. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდა. პროექტი ითვალისწინებს ლოკოკინის ხორცის გადამუშავებას, რომელსაც კომპანია ასევე ნოემბრიდან დაიწყებს. 

კომპანიის საკუთრებაშია  ხობში 6 ჰექატრზე,ხოლო სენაკში 3 ჰა-ზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა.ევროპის ბაზარზე ამ დროისთვის 1 კგ ლოკოკინის ფასი 4.5  ევროა.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ გასულ წელს შეიქმნა. ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით 1,26 მლნ ლარი მიიღო.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023