ბიზნესი
26/07/2021

"სისაური გრაინდერსი" სექტემბრიდან ხსნადი ყავის და ქართული ჩაის გაყიდვას დაიწყებს

ყავის მაღაზიათა ქსელი “სისაური გრაინდერსი“ 2021 წლის სექტემბრიდან ხსნადი ყავის  და ქართული ჩაის გაყიდვას დაიწყებს.

კომპანიის დამფუძნებელი თემურ სისაური „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიამ ხსნადი ყავის მოწოდებასთან დაკავშირებით გერმანულ მომწოდებლთან ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

რაც შეეხება ქართულ ჩაის, ასევე ხელშეკრულება გაფორმებულია ტყიბულში მდებარე ჩაის მწარმოებელ კომპანია „ოკრიბასთან“.

„ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ქართველ მომხმარებელს ვაჩვენებთ, რომ ქართული ჩაი ხარისხიანია. ჩაი კომპანიის ბრენდულ მაღაზიებში გაიყიდება,“ - აცხადებს თემურ სისაური.

კომპანია ამ დროისთვის საკუთარ ბრენდულ მაღაზიებში 50-მდე სახეობის ჩაის და 28 ქვეყნიდან იმპორტირებულ ნალექიან ყავას ყიდის.

ბიზნესმენი პანდემიის  პირობებში რეალიზაციის მაჩვენებელზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პანდემიამ ისევე როგორც სხვა დანარჩენ ბიზნესებზე, „სისაური გრაინდერსზეც“ მოახდინა ნეგატიური გავლენა. მისი ინფორმაციით, ლოკდაუნების დროს ლოგიკურად შემცირდა გაყიდვები, შემდეგ იყო შეზღუდული სააათებით მუშაობა, ყველაფერი კი შედარებით შემცირებულ მაჩვენებლებში გამოისახა. თემურ სისაურის ინფორმაციით, ახლა გაყიდვები გააქტიურებულია და პანდემიამდელ მაჩვენებელს უახლოვდება. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022