ბიზნესი
27/02/2022

Silknet: დღეიდან უკრაინის მიმართულებით ზარები უფასოა

 Silknet-ის ინფორმაცით, სოლიდარობის ნიშნად, დღეიდან უკრაინის მიმართულებით ზარები უფასო გახდა.
 
"დარეკე უკრაინაში უფასოდ, როგორც სილქნეტის მობილური, ისე ფიქსირებული ქსელიდან. დარეკვისას აკრიფე:
 მობილურიდან +380 ან 00 380 , ფიქსირებული ქსელიდან 00 380 ან 1016 0 380"-განმარტავენ კომპანიაში. 
 
შეგახსენებთ, 4-ე დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. 
Businesspartner