სიგმა: რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვისგან თავს შევიკავებთ
უძრავი ქონების სააგენტო „სიგმას“ დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსი მოქალაქეების შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით გადამეტებული აჟოტაჟია.
როგორც ლაჩაშვილი აცხადებს, თუ მთავრობა რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების შესყიდვაზე დროებით შეზღუდვას დააწესებს მისასალმებელი იქნება.
„რუსებმა უნდა იგრძნონ გარკვეული დისკომფორტი, რასაც რუსეთი აკეთებს ეს ნორმალური არ არის. თუმცა, ყველა რუსის მიმართ წინააღმდეგი მაინც არ ვარ,“-აცხადებს ლაჩაშვილი.
კითხვაზე, მომართვის შემთხვევაში გაყიდის თუ არა უძრავ ქონებას რუსეთის მოქალაქეებზე, ლაჩაშვილი განმარტავს, რომ ამის შესახებ არ უფიქრია, თუმცა, შეეცდება ამ ტრანზაქციას თავი აარიდოს.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინაში მეცხრე დღეა ომია.კომპანია „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან გააქტიურდა სურვილი იმისა, რომ საქართველოში გადმოვიდნენ და აქ უძრავი ქონება შეიძინონ.